(თბილისი, 7 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – სოჭში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ საქართველოსა და რუსეტის პრეზიდენტებმა ედუარდ შევარდნაძემ და ვლადიმირ პუტინმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს, რომელშიც ნათქვამია, რომ სოჭი-თბილისის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა უნდა მოხდეს აფხაზეთში ლტოლვილებისა და დევნილების დაბრუნების პარალელურად, პირველ ყოვლისა კი გალის რაიონში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ზემოთხსენებული ამოცანების შესასრულებლად შეიქმნება სპეციალური კომისიები და ჯგუფები.