(თბილისი, 28 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტში “სივილ ჯორჯიას” აცნობეს, რომ 27 თებერვალს კოდორის ხეობის თავზე საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოიჭრა ორი საფრენი აპარატი.
დეპარტამენტის ცნობით, საფრენი აპარატები რუსეთს ეკუთვნოდა.