საარბიტრაჟო სასამართლოში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელის შეტანა კომპანიის ხელმაძღანელობამ ლონდონში ერთკვირიანი ვიზიტის და სათაო კომპანიის წარმომადგენლებთან კონსულტაციაბის შემდეგ გადაწყვიტა.
“ვცდილობდი გამეხსენებინა ერთი უცხოური კომპანია, რომელსაც საქართველოში წარმატებული ბიზნესი აქვს, მაგრამ სამწუხაროდ ვერც ერთი ვერ გავიხსენე, რაც იმის მომასწავლებელია, რომ ამ ქვეყვანაში წარმატებული ბიზნესის წარმოება არ ხდება, როგორც ჩანს ამ მცნებას ქართველები სხაგვარად აღიქვამენ” – განაცხადა “ეი-ი-ეს თელასის” გენერალურმა მენეჯერმა იგნასიო ირიბარენმა 27 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე.
“ეი-ი-ესი” საქართველოს ხელისუფლებას არასახარბიელო ბიზნეს გარემოს შექმნაში ადანაშაულებს.
“ჩვენ გადავწვიტეთ დავიცვათ ჩევნი უფლებები და ამისათვის ყველა იურიდიული ბერკეტი გამოვიყენოთ. მათ შორის მივმართოთ ლონდონის სასამართლოს. ჩემი ლონდონში ვიზიტის დროს სწორედ საქართველოში წარმოებულ ბიზნესზე გვქონდა საუბარი და დადგინდა, რომ სასიკეთო ამ მხრივ არაფერია” – განაცხადა 27 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე იგნასიო ირიბარენმა.
მისი თქმით, ქართული მხარის მხრიდან უკვე დიდი ხანია ირღვევა კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრეულებით გათვალისწინებული რამდენიმე პუნკტი. კომპანია ითხოვს განთავისუფლდეს კომერციული დანაკარგების ბეგარისგან, რაც 20%-ს შეადგენს.
“ეი-ი-ეს თელასი” ასევე მოითხოვს იმ აქტივების გადაცემას, რომელიც სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული. მათ შორისაა 100 და უფრო მცირე მეგავატიანი გადამცემი ხაზები, რომელიც “ეი-ი-ეს თელასსა” და საქართველოს ხელისუფლებას შორის დადებულ ჩარჩო-ხელშეკრულების თანახმად კომპანიას საკუთრებაში უნდა გადასცემოდა.
“ჩვენი იურისტები ამჟამად კიდევ მუშობენ ხელშეკრულების სხვა პუნქტებზე, რათა გაირკვეს კიდევ რომელი მათგანი არ სრულდება და ამის შემდეგ გადაწყდება თუ რა სახის სარჩელს შეიტანს კომპანია სასამართლოში. დარწმუენბული ვარ, რომ ბევრი პუნქტის შესრულებაზე დარღვევა დაფიქსირდება” – განაცხადა ირიბარენმა.
იგი ასევე პროტესტს გამოთქვამს იმის თაობაზე, რომ ელექტროენერგია “ეი-ი-ეს თელასს” მოთხოვნაზე გაცილებით ნაკლები მიეწოდება, იმის მიუხედავად, რომ ენერგეტიკის სფეროში “ეი-ი-ეს თელასი” ყველაზე კარგ გადამხდელად ითვლება.
კომპანიის ლობისტმა ირაკლი მელაშვილმა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას განაცხადა, რომ სარჩელის შეტანისა და მისი დაკმაყოფილების შედეგად “კომპანიის მოთხოვის მაქსიმუმი იქნება 250 მლნ დოლარის ღირებულლების ინვესტიციის კომპენსაცია, რომლის გადახდაც სახელმწიფოს დაეკისრება და ცენტრალური ბიუჯეტიდან უნდა მოხდეს”. ეს თანხა საქართველოს ბიუჯეტის თითქმის ნახევარს შეადგენს.
ასეთი პერსპექტივის მიუხედავად საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროში “ეი-ი-ეს თელასის” განცხადებას ლონდონის სასამართლოში სარჩელის შეტანის შესახებ “ცარიელ მუქარად” მიიჩნევენ.
“კომპანიის მხრიდან ასეთი გაცხადება და “დაშინება” არაერთხელ მომხდარა, ამ ხერხს ისინი მაშინ მიმართავენ, როცა რაღაც გარემოება არ აკმაყოფილებს” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას სათბობ-ენერგეტიკის სანისტროს საზოგადოებასთნა ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო ასათიანმა.
სათბობ-ენერგიტიკის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ იმ შემთხვევაში თუ კომპანია სარჩელს შეიტანს ეს პროცესი გაჭიანურდება და არავითარ კონკრეტულ შედეგამდე არ მივა, რადგან თავად “ეი-ი-ეს თელასაც” მრავალი დარღვევა აქვს ენერგეტიკის სფეროში, რის გამოც პასუხი უნდა აგოს.
სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ კომპანიის უკმაყოფილება ელექტრიოენერგიის ტარიფში კომპანიის წილის დაკლებით იყოს გამოწვეული. ელექტროენერგიის ტარიფის ახალი, შემცირებული ტარიფის დადგენა საკონსტიტუციო სასამრთლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ელექტროენერგიის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 1 მარტამდე უნდა დაადგინოს.
მართალია იგნასიო ირიბარენი არამართებულად მიიჩნევს ელექტროენერგიაზე ტარიფის რაოდენობის შემცირებას, მაგრამ ამის გამო ჩივილს გამორიცხავს.
სანამ ამერიკული კომპანია და საქართველოს ხელისუფლება ერთმანეთში დავობენ, თბილისის მოსახლეობა კვლავაც ელექტროენერგიის შეზღუდვით მოწოდებას უჩივის.
თეა გულარიძე, სივილ ჯორჯია