(თბილისი, 21 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – 21 თებერვალს აფხაზურმა მხარემ გაათავისუფლა 6 დღის წინ დაკავებული კახა კვიციანი, რომელსაც საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებდნენ.
საინფორმაციო საშუალებების ცნობით, კვიციანის გათავსუფლება შესაძლებელი გახდა საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის ავთანდილ იოსელიანის მიერ გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების შედეგად.