(თბილისი, 19 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონში 18 თებერვალს მოკლეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების სამინისტროს თანამშრომელი კობა ჯანგიძე.
მისი ჩაცხრილული გვამი მისივე ავტომობილში აღმოაჩინეს.
სამართალდამცავები თავს იკავებენ კომენტარებისგან მომხდართან დაკავშირებით და აცხადებენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება.