(თბილისი, 12 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – “რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, პანკისის ხეობაში წესრიგს აღვადგენთ”, – განაცხადა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე გამოსვლისას სახელმწიფო უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ.
მისი სამინიტროს მონაცემებით, პანკისის ხეობაში იმყოფება 60-მდე ადამიანი, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობასთან მოდიან წინააღდმეგობაში.
უშიშროების მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პანკისის ხეობაში დაძაბული ვითარება მანამ იქნება შენარჩუნებული, ვიდრე რუსეთი წესრიგს არ აღადგენს ჩეჩნეთში.