ხერვსურეთის მოსახლეობისგან შემდგარი დანაყოფი ფიცს იღებს

(თბილისი, 12 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს ხევსურეთის სოფელ ბარისახოში თავდაცვის სამინისტროს მიერ ადგილობრივი მოსახლეობისგან ჩამოყალიბებული ქვედანაყოფი მეომრის ფიცს იღებს.

ეს ქვედანაყოფი შეიქმნა რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთ-ინგუშეთის მაღალმთიანი მონაკვეთის დაცვის გასაძლიერებლად.

გაზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები საზღვარზე შეიარაღებული პირებისა და ჯგუფების მოძრაობის გააქტიურებას ელიან.

Exit mobile version