(თბილისი, 11 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე ფრაქცია “აღორძინების” თავმჯდომარემ ჯემალ გოგიტიძემ დეპუტატებს ის გრიფიტ-საიდუმლო დოკუმენტი გააცნო, რომელიც აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების უშიშროების ყოფილი მინისტრის მიერ იყო შედგენილი.
ჯემალ გოგიტიძის მიერ წაკითხულ დოკუმენტში საუბერი იყო იმ პირებზე რომლებმაც გასულ წლის აგვისტოში ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს “აღორძინების” წევრს დეპუტატ ჯემალ გამახარიას.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ აღნიშნული პირები არიან საზოგადოებრივი ორგანიზაცია “იუპიტერის” წევრები, რომელიც აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების მიერ არის შექმნილი.
გოგიტიძის განცხადებით “იუპიტერი” აფხაზეთი ლეგიტიმური ხელისუფლების არალეგალურ შეიარაღებულ რაზმს წარმოადგენს. ნადარეიშვილი არ უარყოფს ე.წ. “იუპიტერის” არსებობას, თუმცა მისი განცხადების, ეს შეიარაღებული დაჯგუფება არ არის, არამედ საზოგადოებრივი გაერთიანებაა.
საიდუმლო დოკუმენტის საჯაროდ წაკითხვის გამო პროტესტი გამოთქვა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ თამაზ ნადარეიშვილმა. მან საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელნმძღვანელისგან მოითხოვა ამ უკანონო ქმედების შესწავლა.
“გოგიტიძეს უფლება არ ჰქონდა ეს დოკუმენტი გაეცნო დეპუტატებისთვის, სანამ იგი გრიფიტსაიდუმო წარმოადგენდა. გოგიტიძემ კანონი დაარღვია და მოვითხოვ ამ საკითხის შესწავლას” – განაცხადა ნადარეიშვილმა.
ამათანავე ნადარეიშვილმა კატეგორიულად მოთხოვა აჭარის უზენაესი თავმჯდომარის ასლან აბაშიძის ჩამოცილება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საქმეთი. “ხმამაღლა ვაცხადებ დაგვანებოს თავი ასლან აბაშიძემ”, – განაცხადა ნადარეიშვილმა სესიაზე.
ამ განცხადებას მწვავე გამოხმაურება მოჰყვა “აღორძინების” წევრების მხრიდან, რაც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, რის შედეგადაც პარლამენტის სხდომა შეწყვეტილად გამოცხადდა.