ნადარეიშვილი უარყოფს ფარული შეიარაღებული დაჯგუფების არსებობას

(თბილისი, 11 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – 11 თებერვალს საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარომადგენელმა დეპუტატებმა იმ საიდუმლო დოკუმენტის გახილვა მოითხოვეს, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების სამინისტრომ მიერ შემუშავდა.

სხდომაზე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დეპუტატმა თამაზ ნადარეიშვილმა უარყო და პროვოკაცია უწოდა ინფორმაციას იმელ-ის შენობაში შეიარაღებული დაჯგუფების არსებობის შესახებ.

“ეს არის პროვოკაცია და მეტი არაფერი, ოფიციალურად ჩვენ გვყავს 4000 კაციანი სპეც-რაზმი. დამატებითი ფარული შეიარაღება კი ჩვენ აღარ გვესაჭიროება”, – განაცხადა სხდომაზე ნადარეიშვილმა.

შეიარაღებული ჯგუფის შესახებ განცხადება 10 თებერვალს პარლამენტის ბიუროს დახურულ სხდომაზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ოსაძემ გააკეთა.

Exit mobile version