ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტი საბოლოო დასკვნას საქართველოზე არჩევნების შემდეგ გამოიტანს

(თბილისი, 10 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – 11 თებერვალს თბილისში ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის დელეგაცია ჩამოვა. წინასწარი ინფორმაციით, დელეგაციის წევრები იმსჯელებენ საარჩევნო კოდექსის, გართულებული კრიმინოგენული ვითარების, ადგილობრივი თვითმართველობითი ორგანოების არჩევნების დროს გამვლენილი დარღვევებისა და რელიგიურ უმცირესობათა დევნის შესახებ.

როგორც მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ელენე თევდორაძე აცხადებს, დელეგაციის წევრები კმყოფილნი არ დარჩებიან საქართველოში არსებული სიტუეციით.

საბოლოო დასკვნას საქართველოს შესახებ დალეგაციის წევრები საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდგომ გამოიტანენ.

Exit mobile version