იანვრის თვის ბიუჯეტი 22,8 მლნ ლარით გაირღვა

(თბილისი, 10 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის თავმჯდომარე რომან გოცირიძე უკამყოფილოა იანვრის თვის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შესრულებით. მისი თქმით, ეროვნული ბანკის მონაცემებით იანვრის თვის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში დანაკარგი 22,8 მლნ ლარია და გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 12 მლნ ლარით ნაკლები თანხაა მობილიზებული.

“ასევე მართლდება ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის დასკვნა პარლამენტის მხრიდან ბიუჯეტის არასრული ფორმირებით მიღების შესახებ, ვინაიდან ბიუჯეტის პროექტს მთავრობა გასული კვირის ბოლოს გაეცნო, პრეზიდენტს კი ხელი ჯერ არ აქვს მოწერილი”, – აცხადებს გოცირიძე.

მისი თქმით, მომავალში საბიუჯეტო ოფისი ყოველი თვის ბოლოს ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას ბიუჯეტის შესრულების შესახებ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version