5 თებერვალს “ახალი მემარჯვენეების” ოფისში შეკრებილმა 14 ოპოზიციურმა პარტიამ ერთობლივი საკოორდინაციო საბჭოს შექმნა და ქვეყანაში არსებული ძალადობის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის დაწყება გადაწყვიტა. პარალელურად ისინი საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის საკითხს აყენებენ, რათა 2003 წელის შემოდგომას დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიეულად და სამართლიანად ჩატარება უზრუნველყონ. “არჩევნები ძალადობის გარეშე” – ეს ის ლოზუნგია, რომლის გარშემო თანამშრომლობასაც ოპოზიცია აპირებს.
“ჩვენ, საქართველოში მოქმედი პოლიტიკური ორგანიზაციები საჭიროდ მივიჩნევთ ისეთი პოლიტიკური მექანიზმის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში დემოკრატიული გზით არჩევნების ჩატარებას, ასეთ მექანიზმად გვესახება ზეპარტიული მოძრაობა “სამოქალაქო ინიციატივა თავისუფალი არჩევნებისთვის”, – ნათქვამის ოპოზიციური პარტიების მიერ მიღებულ დეკლარაციაში.
გაერთიანებას მხარდაჭერას უცხადებს აშშ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (ენ-დი-აი). ენ-დი-აი-ის თბილისის ოფისისი დირექტორმა ლინკოლნ მიჩელმა “სივილ ჯორგიასთან” საუბრისას განაცხადა, რომ “ორგანიზაცია ყველანაირად ეცდება დახმარება აღმოუჩინოს ოპოზიციურ პარტიების ყველა ინიციატივას, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის გამტკიცებას შეუწყობს ხელს”.
საკორდინაციო საბჭოს შექმნის გადაწყვეტილება ოპოზიციურმა პარტიებმა 3 თებერვალს პოლიტიკუტი გაერთიანება “ახალი მემარჯვენეების” ოფისის ოცამდე შეიარაღებული პირის მიერ დარბევის შემდეგ მიიღეს. მათი განცხადებით, ქვეყანაში მოქმედებს ძალა რომელსაც სურს ძალადობის გამოყენებით მოიპოვოს გამარჯვება არჩევნებში.
ოფისის დარბევაში ახალი მემარჯვენეები და სხვა პარტიები ხელისუფლებსა ადანაშაულებენ. “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერის ლევან გაჩეჩეილაძის განცხადებით ისეთ პოლიტიკურ ძალას, როგორიც “მოქალაქეთა კავშირია” სხვა გზა არ დარჩენია არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად. “ურეიტინგო პარტია სხვა ვერაფერს გააკეთებს გარდა იმისა, რომ ძალადობის გამონყენებით მოახდინოს დესტაბილიზაცია და ასე მოიპოვოს გამარჯვება. ჩვენ ამას არ დაუშვებთ”, – აცხადებს გაჩეჩილაძე.
ამ მოსაზრებას სხვა ოპოზიციური პარტიებიც ეთანხმებიან. “ჩვენი შეკრების უმთავრესი მიზანია მოახლოებული არჩევნების დემოკრატიული გზით ჩატარება. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ არ დაუშვათ არჩევნების გაყალბება”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას “გაერთიანებული დემოკრატების” წარმომადგენელმა ვასილ მაღლაფერიძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის მიხეილ სააკაშვილი კიდევ უფრო საგანგაშო განცხადებებს აკეთებს. მისი თქმით დედაქალაქში 3-4 შეიარაღებული ჯგუფია, რომლებსაც მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ჩაშლისთვის ამზადებენ. სააკაშვილის განცხადებით ერთ-ერთ ასეთ დაჯგუფებას, რომელიც 500-600 კარგად შეიარაღებული ადამიანისგან შედგება შინაგან სამეთა ყოფილ მინისტრი კახა თარგამაძე აკონტროლებს.
სააკაშვილმა თქვა, რომ ამ ჯგუფებს საპარლამენტო არჩევნების ჩაშლისა და ძალადობრივი მმართველობის დასამყარებლად ამზადებენ.
ოპოზიციური პარტიები საერთაშორისო ორგანიუზაციებთან ერთად უმოკლეს ვადაში საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას აპირებენ. ამის გაკეთებას ოპოზიცია უკვე დიდი ხანია ითხოვს, თუმცა დღემდე მათი მცდელობები უშედეგოდ სრულდებოდა. ამჟამად ოპოზიციის ლიდერებს ერთობლივი ძალებით მიზნის მიღწევის იმედი აქვთ. თუმცა როგორც ზოგიერთი დამოუკიდებელი ექსპერტი აღნიშნავს ოპოზიციის მრავალფეროვნების გამო თანამშრომლობა შესაძლოა ხანგრძლივი არ აღმოჩნდეს, რაც პირველ რიგში ხელისუფლების წისქვილზე დაასხავს წყალს, მაშინ როდესაც საზოგადოებაში ერთიანი ოპოზიციის ხილვის სურვილი მაღალია.
რადიო “თავისუფლების” კორესპონდენტი ია ანთაძე ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას წინასაარჩევნო ქმედებად მიიჩნევს და ეჭვი ეპარება მის სიმყარეში. “ამ დროს მომხდარი გაერთიანებამ არამგონია შემოდგომამდე [არჩევნებამდე] გასტანოს. ერთი კი ცხადია, რომ საზოგადოება მსგავს გაერთიანებას ოპოზიციური პარტიების მხრიდან ითხოვდა” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან საუბრისას ია ანთაძემ.
მისი თქმთის, ასევე ეჭვს ბადებს თუ რამდენად შეძლებენ გაერთიანებული ოპოზიციური პარტიები შეთანხმების მიღწევას, მათი სხვადასხა ორიენტაციის და მსოფლხედველობის გამო. “ისინი თუ გაერთიანდებიან, მაშინ ეს უნდა მოხდეს ნეგატიურ ასპეკტში. მათ ჯერ ვერ შეძლეს ერთი კონკრეტული პოზიციის ჩამოყალიბება. ზოგი აცხადებენ, რომ სურთ ხელისუფლების დემონტაჟი, თუმცა ვერ ასახელებენ, როგორ საქართველოში სურს ცხოვრება” – აცხადებს ანთაძე.
თეა გულარიძე, სივილ ჯორჯია