აღორძინება მზად არის იმოქმედოს მშვიდობიანი გზით შევარდნაძის ხელისუფლების შესაცვლელად

(თბილისი, 8 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – “აღორძინების დემოკრატიული კავშირი” მზად არის რეალურად დაიწყოს მოქმედება საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის და მისი ხელისუფლების შესაცვლელად.
 
ამ შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე “აღორძინების” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ცოტნე ბაკურიამ განაცხადა. მისი თქმით, პარტია სერიოზულად აპირებს ამ საკითხზე მუშობას და პრეზიდენტის გადაყენებას მშვიდობიანი გზით.

ბაკურიას თქმით, პარტია მზად არის ითანამშრომლოს ყველა იმ ძალასთან, რომლებიც მათ ამ იდეას გაიზიარებენ.

იგი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ მართლაც იგეგმებოდა შეთქმულება. მისი თქმით, არეულობა მომავალშიც შესაძლოა გაგრძელდეს და ეს ძირითადათ, ხელისუფლებისგან იქნება დაგეგმილი, რათა საზოგადოება არჩევნების წინ ზეწოლის ქვეშ მოაქციოს.

რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიების გაერთიანებას, მის წევრებს “აღორძინება” არამყარად და შევარდნაძის ქვეშევრდომებად მიიჩნევს, მათ შორის, “ნაციონალურ მოძრაობის” ლიდერს მიხეილ სააკაშვილსაც.

Exit mobile version