(თბილისი, 6 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – “პოლიტიკა ძალადობის გარეშე” ამ საკითხის შესახებ იმსჯელეს დღეს აშშ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ინიციატივით მოწყობილ შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოში არსებულმა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ისინი აღშფოთებას გამოთქვამენ მოახლოებული არჩევნების წინ ქვეყანაში შექმნილ დაძაბული ვითარების გამო.
დღევანდელ შეხვედრაზე ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეიმუშავეს მიმართვა, სადაც ნათქვამია, რომ პოლიტიკური ბრძოლის ძალადობის გზით წარმართვა ქართული სახელმწიფოების ისედაც სუსტ საფუძველს გაანადგურებს და წაგვართმევს შანსს ვიცხოვროთ დამოოუკიდებელ და ძლიერ სახელმწიფოში. “ჩვენი ქვეყნის მომავალი დამოკიდებულია ჩვენს არჩევანზე”, – განაცხადეს დღევანდელ შეხვედრაზე.
პარლამენტის წევრის, “გაერთიანებული დემოკრატემის” წარმომადგენლის ელენე თევდორაძის განცხადებით, უნდა შეიქმნას ჯგუფები, რომლებიც მონიტორინგს აწარმოებენ საარჩევნო კანონში ცვლილებების შეტანის დროს.
იგი ასევე ითხოვს იმ პირების დასჯას, რომელებიც ცდილობდნენ სხვადასხვა ხერხებით გასულ წელს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლას.
“საქაერველოში უნდა შეიქმნას ამის პრეცედენტი, რათა მსგავსი ქმედება აღარ განმეორდეს”, – აცხადებს თევდორაძე.
საქართველოს ქალთა ორგანიზაციები მზად არიან აქტიურად ითანამშრომლონ იმ პარტიებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან, რომლებიც მომავალში საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანაზე იმუშავებენ.