თამაზ ნადარეიშვილი რუსეთის ელჩს შეხვდა

(თბილისი, 5 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – 5 თებერვალს აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების მეთაური თამაზ ნადარეიშვილი საქართველოსი რუსეთის ელჩს ვლადიმერ ჩხიკვიშვილს შეხვდა. შეხვედრაზე აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების საკითხებზე იმსჯელეს.

“შეხვედრა ნაყოფიერი იყო ჩემთვის, თუმცა რჩება პრობლემები, რომელთა გარშემოც ჩვენი პოზიციები რადიკალურად განსხვავებულია”, – განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩხიკვიშვილმა. ნადარეიშვილთან საუბრის დეტალების შესახებ კომენტარებისგან რუსეთის ელჩმა თავი შეიკავა.

“მე პროტესტი გამოვთქვი რუსული სამშვიდობო ძალების არაეფექტურობის გამო”, – აცნობა ჟურნალისტებს თამაზ ნადარეიშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version