(თბილისი, 4 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა “ახალი მემარჯვენეების” ოფისზე გუშინ მოიმხდარი თავდასხმის კომენტირებისას განაცხადა, რომ ქალაქში 3-4 შეიარაღებული ჯგუფია, რომლებსაც მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ჩაშლისთვის ამზადებენ.
“რუსთავ-2”-ის პირდაპირ ეთერში სააკაშვილმა განაცხადა, რომ არსებობს ე.წ. მეომართა კავშირი “ომი და მშვიდობა”, რომელსაც ქვემო ქართლის გუბერნატორი ლევან მამალაძე აკონტროლებს, ასევე არსებობს მეორე დაჯგუფება, რომელშიც 500-600 კარგად შეიარაღებული კაცია გაერთიანებული, და რომლებიც შს ყოფილ მინისტრს კახა თარგამაძეს ემორცილებიან.
სააკაშვილმა თქვა, რომ ამ ჯგუფებს საპარლამენტო არჩევნების ჩაშლისა და ძალადობრივი მმართველობის დასამყარებლად ამზადებენ.