აზერბაიჯანი მზად არის განიხილოს აფხაზეთში თავისი სამშვიდობო ძალების გაგზავნის საკითხი

(თბილისი, 3 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – აზერბაიჯანის საინფორმაციო საშუალებები საქართველოში აზერბაიჯანის ელჩის ჰასან ჰაჯიევის სითყვებზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდაბ თხოვნის შემთხვევაში აზერბაიჯანი მზად არის განიხილოს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში თავისი სამშვიდობო ძალების გაგზავნის საკითხი.

“აზერბაიჯანმა იცის, რა არის სეპარატიზმი”, – თქვა ჰაჯიევმა. “ბაქო მხარს უჭერს აფხაზეთის კონფლიქტის სამშვიდობო მოწესრიგებას ისევე, როგორც სხვა რეგიონალური კონფლიქტებისა”, – დაამატა ჰაჯიევმა.

რუსეთის სამშვიდობო ძალები აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში 1994 წლიდანაა განლაგებული დსთ-ის ეგიდით.

რამდენიმე ხნის წინ უკრაინამაც გამოთქვა აფხაზეთში თავისი სამშვიდობო ძალების გაგზავნისადმი მზადყოფნა, თუ სამშვიდობო პროცესი გაეროს დაქვემდებარებაში გადავა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version