ირაკლი ბათიაშვილმა “ახალი მემარჯვენეები” დატოვა

(თბილისი, 3 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე  ირაკლი ბათიაშვილი პოლიტიკური გაერთიანება “ახალი მემარჯვენეების” რიგებიდან გარიცხეს.

ამის მიზეზი პარლამენტში 2003 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს, “ახალი მემერჯვენნების” პროტესტის მიუხედავად კენჭისყრაში ირაკლი ბათიაშვილის მხრიდან მონაწილეობა და ბიუჯეტის მხარდაჭერა გახდა.

პარტიიდან გარიცხვის მიუხედავად, ირაკლი ბათიაშვილი კვლავ რჩება კომიტეტის თავმჯდომარედ. მას ჯერ არ გადაუწყვეტია თუ რომელ პარტიაში გაწევრიანდება.

Exit mobile version