პოლ ჯოელი აფხაზეთში რუსეთის ქმედებებს აკრიტიკებს

(თბილისი, 24 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ-ს კონგრესში საქართველოს ყოფილი ლობი პოლ ჯოელი უარყოფითად აფასებს რუსეთის მხრიდან აფხაზეთის მოქალაქეებისთვის რუსული პასპორტების გაცემის ფაქტს. მისი მგანცხადებით ეს ქმედება საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარებას შეაფერხებს.

“აფხაზეთის მომავალი რუსეთის ხელშია, თუმცა ასეთი ქმედება მიუღებელია. აშშ ყოველთვის მომხრე იქნება საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარების” – განაცხადა პოლ ჯოელმა დღეს საქართველოს საერთაშორისო პრეს-ცენტრში გამართულ პრეს-კონფერენვიაზე.

იგი დადებითად აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს და აცხადებს, რომ რუსეთის და საქართველოს მთავრობები უნდა გააქტიურდნენ აფხაზეთის საკითხის მოგვარებაისთვის. იგი არ გამორიცხავს ამ ორ ქვეყანას შორის ერთობლივი სამთავრობო ჯგუფის შექმნასაც, რომელიც უშვალოდ ამ საკითხებზე იმუშავებს.

Exit mobile version