რუსი და ქართველი დეპუტატები ერთობლივი კომისიის შექმნის შესახებ შეთანხმდნენ

(თბილისი, 23 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – ნინო ბურჯანაძის მეთაურობით ქართული საპარალემტნო დელეგაციის შეხვედრაზე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წარმომადგენლებთან მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი პარლამენტთაშორისი კომისიის შექმნის თაობაზე, რომელიც რუსეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებაზე იმუშავებს.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილემ ლიუბოვ სლისკამ ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ერთობლივი კომისია ორ ქვეყანას სორის დაძაბულობის შესუსტებაზე იმუშავებს.

ერთობლივი კომისიის შექმნა შესთავაზეს ასევე ქართულ მხარეს რუსმა სენატორებმაც 21 იანვარს გამართულ შეხვედრაზე.

რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის – ფედერაციის საბჭოს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვადიმ გუსტოვმა 21 იანვარს “სივილ ჯორჯიას” კორესპონდენტს განუცხადა, რომ აფხაზეთის პრობლემა ზედმეტად გართულებულია, და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ერტი ვიზიტი არ არის საკმარისი პრობლემის მოსაგვარებლად.

“ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია ერთობლივი რუსულ-ქართული კომისიის შექმნა, რომელიც აფხაზეთის პრობლემების მოგვარებაზე იმუშავებს”, – თქვა ვადიმ გუსტოვმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version