ლეკიშვილი შესაძლოა “ახალ მემარჯვენეებს” შეუერთდეს

(თბილისი, 15 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, დეპუტატი ნიკო ლეკიშვილი აცხადებს, რომ იზიარებს “ახალი მემარჯვენეების” იდეოლოგიას და ამ პარტიის წევრები მისი მეგობრები არიან.

“24 საათისთვის” მიცემულ ინტერვიუში, ლეკიშვილმა კომენტარი გაუკეთა ცნობებს “ახალ მემარჯვენეებთან” მისი შესაძლო მიერთების შესახებ.

“ამის თაობაზე სერიოზული ბრიფინგის ჩატარებას ვაპირებ და იქ ვიტყვი, რას ვაპირებ”, – თქვა ლეკიშვილმა.

ლეკიშვილის განზრახვა “ახლებთან” მიერთების თაობაზე მოულოდნელობად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ეს მას ცენტრისტულ ძალებთან დააახლოებს მაშინ, როცა წლების განმავლობასი იგი შევარდნაძის უახლოეს პარტნიორად მოიაზრებოდა.

1995-98 წლებში ნიკო ლეკიშვილს სახელმწიფო მინისტრის პოსტი ეკავა, მანამდე კი 1993-95 წლებში იგი თბილისი მერად მუშაობდა.

Exit mobile version