გაეროს მისია ქართველების გათავისუფლებას შეუამდგომლობს

(თბილისი, 7 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის მეთაურის მოადგილე როზა ოთუნბაევა 6 იანვარს სოხუმში იმყოფებოდა, სადაც რეგიონის სეპარატისტულ ხელისუფლებასთან მოლაპარაკება გამართა ოთხი ქართველის გათავისუფლების თაობაზე, რომლებიც აფხაზებმა გალის რაიონში დააკავეს.

სოხუმის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს ოთხი დაკავებული იმ 36-ს შორის იყვნენ, რომლები 25 დეკემბერს ოტობაიაში, გაგიდასა და ნაბაკევში დააკავეს საპასპორტო რეჟიმის დარღვევის გამო. 32 მათგანი უკვე გათავისუფლებულია.

6 იანვარს აფხაზეთიდან დევნილებმა ენგურის ხიდზე დაიწყეს საპროტესტო აქცია დაკავებული ქართველების გათავისუფლების მოთხოვნით.

აქციის მონაწილენი ასევე მოითხოვენ დევნილების შინ დაბრუნებას, რუსეთსა და აფხაზეთს შორის აღდგენილი სარკნიგზო მიმოსვლის შეწყვეტას და კონფლიქტის ზონიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version