(თბილისი, 20 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – დღეს პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლები პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს შეხვდნენ, სადაც პარლამენტში სახელისუფლებო ფრაქციების მიერ 19 დეკემბერს გამოცხადებული ბოიკოტის შემდეგ შექმნილ სიტუაციას განიხილავდნენ.
5 პროსამთავრობო ფრაქციის მიერ ბოიკოტის გამოცხადების შემდეგ პარლამენტმა ვერ შეძლო 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა.
ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ სახელისუფლებო ფრაქციების ბოიკოტი პირადად მის წინააღმდეგაა მიმართული.