საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნატოს სტანდარტების შესაბამის წესდებაზე გადასვლა სურს

(თბილისი, 19 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – დღეს გამართულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო კოლეგიაზე ახალი სამწყობრო და სადისციპლინო წესდება განიხილეს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით ახალი წესდება დასავლური სტანდარტების მიხედვით არის შექმნილი და საფუძვლად აშშ-ის, რუმინეთის, ბულგარეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკის წესდებები უდევს.

როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ ახალი წესდების ამოქმედება საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოს სტანდარტებთან დაახლოებას შეუწყობს ხელს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version