(თბილისი, 18 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 18 დეკემბერს თბილისში უკრაინის პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა ჩამოდის. თბილისში იგი თავის ქართველო კოლეგას ედუარდ შევარდნაძეს შეხვდება.
მოლაპარაკებებზე ორმხრივი ეკონომიკური კავშირების შესახებ იმსჯელებენ. ასევე განიხილავენ სუუამ-ის მოქმედებასთან დაკავშირებულ საკითხებსაც.
“გასული რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველომ და უკრაინამ უნიკალური ურთიერთობები დაამყარეს”, – თქვა პრეზიდენტმა შევარდნაძემ კუჩმას დაგეგმილი ვიზიტის კომენტირებისას.
19 დეკემბერს ლეონიდ კუჩმა უზბეკეთში გაემგზავრება.