“მოქალაქეები” შენგელაიას და წერეთლის გადაყენებას აპირებენ

(თბილისი, 18 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – “მოქალაქეთა კავშირის” საპარლამენტო ფრაქცია პარლამენტის ვიცე-სპიკერების თანამდებობებიდან “გაერთიანებული დემოკრატების” წევრების გიგი წერეთლისა და ელდარ შენგელაიას გადაყენებას აპირებს.

წერეთელი და შენგელაია ამ თანამდებობებზე “მოქალაქეთა კავშირის” ფრაქციიდან აირჩიეს, რომელიც იმ დროს პარლამენტში უმრავლესობას შეადგენდა.

მაგრამ გასულ წელს უმსხვილესი საპარლამენტი ფრაქციის დაშლის შემდეგ წერეთელმა და შენგელაიამ სმკ დატოვეს და “გაერთიანებული დემოკრატების” ფრაქციაში გადავიდნენ.

დღესდღეობით სმკ-ს თავისი კაცი არ ჰყავს პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე. ამასთან დაკავშირებით ფრაქციამ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო ორი ვიცე-სპიკერის იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად. ამისათვის მოქალაქეებს 118 ხმის მოგროვება მოუწევთ.

Exit mobile version