დეპუტატები მიესალმებიან ნატო-ში გაწევრიანების გეგმებს

(თბილისი, 13 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ნატო-ში საქართველოს წარმომადგენელმა დავით დონდუამ დღეს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების საკითხთა კომიტეტის სხდომაზე წარმოადგინა საგარეო საქმეთა სამინისტროში შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების გეგმებს შეეხება.

დონდუას თქმით, ერთი კვირის განმავლობაში დოკუმენტს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ. პარლამენტის დეპუტატები მიესალმნენ დოკუმენტს და იმედი გამოთქვეს, რომ დოკუმენტში წარმოდგენილი პირობები შესრულდება.

მთავარი პირობა, რომლის შესრულებაც საქართველოს მოუწევს იმისათვის, რომ ნატო-ში მიიღონ, ეს არის თავდაცვის სისტემისა და სამართალდამცავი ორგანოების რეფორმა.

ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების სურვილის შესახებ პრეზიდენტმა შევარდნაძემ ოფიციალური განაცხადი ნატო-ს სამიტზე გააკეთა, რომელიც ნოემბერში ჩატარდა
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში.

9 დეკემბერს კი შევარდნაძემ განაცხადა, რომ ჩრდილო-ატლანტიკურ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანება 2-3 წელიწადში იქნება შესაძლებელი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version