ახალ ელჩს ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუმჯობესების იმედი აქვს

(თბილისი, 12 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – “დაძაბული ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის წარსულს ჩაბარდა, დადგა თანამშრომლობის დრო”, – განაცხადა საქართველოში რუსეთის ახალმა ელჩმა ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა 11 დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტრ ირაკლი მენაღარიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

დღეს რუსეთის ელჩი პირველად შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს.

ჩხიკვიშვილმა განაცხადა, რომ მისი ქართული წარმოშობა მას თავისი დიპლომატიური მისიის შესრულებაში დაეხმარება.

ვლადიმირ ჩხიკვიშვილი 54 წლისაა. იგი საქართველოშია დაბადებული. ამ ახალ დანიშვნამდე იგი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩრდილოეთ ამერიკის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version