რუსეთი ქართულ და აფხაზურ მხარეებს მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს

(თბილისი, 10 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – რუსეთის პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხებში ვალერი ლოშჩინინმა დღეს განაცხადა, რომ აფხაზეთის კონფლიქტი “პრინციპში მოგვარებადია.”

მან ორივე მხარეს სამშვიდობა მოლაპარაკებების განახლებისაკენ მოუწოდა.

საქართველო მოითხოვს ე.წ. “ბოდენის დოკუმენტზე” მოლაპარაკებების დაწყებას, რომელიც ფართო ავტონომიის მქონე აფხაზეთს ერთიანი საქართველოს ფარგლებში მოიაზრებს.

თუმცა აფხაზური მხარე ამ დოკუმენტის წინააღმდეგია და სრულ დამოუკიდებლობას მოითხოვს.

როგორც დღეს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-სთვის მიცემულ ინტერვიუში გაეროში საქართველოს წარმომადგენელმარევაზ ადამიამ განაცხადა, რუსეთი “ბოდენის დოკუმენტს” მხოლოდ სიტყვით უჭერს მხარს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version