თბილისში რუსეთის ახალი ელჩი ჩამოვიდა

(თბილისი, 10 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – დღეს თბილისში რუსეთის ახალი ელჩი საქართველოში – ვლადიმერ ჩხიკვიშვილი ჩამოვიდა.

ჩხიკვიშვილი თბილისშია დაბადებული და სკოლაც აქ აქვს დამთავრებული.

ელჩად დანიშვნამდე ვლადიმერ ჩხიკვიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩრდილოეთ ამერიკის საქმეთა დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

11 დეკემბერს რუსეთის ახალი ელჩი საგარეო საქმეთა მინისტრს ირაკლი მენაღარიშვილს შეხვდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version