განახლდა მოლაპარაკებები რუსეთის ბაზებთან დაკავშირებით

(თბილისი, 10 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – დღეს თბილისში ჩამოდის რუსეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ექსპერტთა დელეგაცია, რომელიც მოლაპარაკებებს გამარტავს ქართულ მხარესთან საქართველოში არსებულ რუსულ სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის კახა სიხარულიძის თქმით, მოლაპარაკებებზე ბათუმსა და ახალქალაქში მდებარე რუსული ბაზების დახურვის საკითხებს განიხილავენ.

შეხვედრებზე გუდაუთის ბაზის პრობლემასაც შეეხებიან. რუსეთი ამტკიცებს, რომ გუდაუთიდან თავისი ჯარები გაიყვანა და შეიარაღება გაიტანა. საქართველოს ხელისუფლებას ამაში ეჭვი შეაქვს.

კახა სიხარულიძემ “რუსთავი-2”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ქართველი და რუსი ექსპერტების შეხვედრებზე ქართული მხარისთვის ბაზებისთვის იჯარით აღებული მიწის საფასურის დაფარვის საკითხსაც განიხილავენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version