გაბრიჩიძემ სამი ჩეჩენის ექატრადიციის ნება დართო

(თბილისი, 29 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – გენერალურმა პროკურორმა ნუგზარ გაბრიჩიძემ თბილისში წინასწარ პატიმრობაში მყოფი სამი ჩეჩენის ექსტრადიციის ნება დართო. ამის შესახებ “სივილ ჯორჯიას” 29 ნოიემბერს გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურში აცნობეს.

ეს სამი ჩეჩენი იმ 8 დაკავებულთა შორისაა, რომელთა გადაცემასაც პრეზიდენტი შევარდნაძე ვლადიმირ პუტინს 6 ოქტომბერს კიშინიოვის შეხვედრაზე დაპირდა.

დაკავებულებს გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილების შესახებ დღესვე ეცნობება. მათ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვთ. ამისთვის დაკავებულთა ადვოკატებმა შესაბამისი სარჩელით უნდა მიმართონ სასამართლოს.

26 ნოემბერს ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ გააუქმა ადრე მის მიერვე დაწესებული მორატორიუმი საქართველოდან რუსეთში 8 პატიმრის ექსტრადიციაზე, რომლებიც აგვისტოში ქართველმა მესაზღვრეებმა რუსეთის საზღვართან ახლოს დააკავეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version