სადეპუტატო სტატუსი ეჭვქვეშაა

&ლტ;პ&გტ;&ლტ;ბ&გტ;პარლამენტი უმოქმედობას ირჩევს&ლტ;/ბ&გტ;&ლტ;/P&გტ; &ლტ;IMG ჰსპაცე=5 სრც=”ჰტტპ://წწწ.ცივილ.გე/იმგ/პარლიამენტ2611.ჯპგ” ალიგნ=ლეფტ ბორდერ=1&გტ; პარლამენტის ოცდაათამდე დეპუტატის უფლებამოსილება საეჭვოა. თუმცა, კანონებს შორის შეუსაბამობა საშუალებას აძლევს პარლამენტს, არ მიიღოს არანაირი გადაწყვეტილება ამ საკითხზე.

საქართველოს კონსტიტუციით პარლამენტის წევრს უფლება არ აქვს ეკავოს თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში. კანონმდებლობით, მას ასევე არა აქვს უფლება იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი.

იურისტების აზრით შეუთავსებლობის საკითხი ამ მოწვევის პარლამენტის 30-მდე დეპუტატს ეხება. მათ შორის არიან აჭარისა და აფხაზეთის დეპუტაციის წარმომადგენლები და ისინიც, ვინც დღემდე ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. 

უკანასკნელ ხანებში უფლებამოსილების საკითხმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა: თბილისის საკრებულოს მუშაობაში და საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაში ხუთმა მოქმედმა დეპუტატმა მიიღო მინაწილეობა. მათგან ერთი – მიხეილ სააკაშვილი – საკრებულოს თავმჯდომარედ იქნა არჩეული.

სამი დეპუტატი პარტიიდან “გაერთიანებული დემოკრატები” – გია ბარამიძე, ელდარ შენგელაია და ელენე თევდორაძე – ამ პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერები არიან. მნიშვნელოვან ფიგურებს წარმოადგენენ აგრეთვე გოგი თოფაძე – “მრეწველთა კავშირის” ლიდერი და გიორგი თარგამაძე – ფრაქცია “აღორძინების” ერთ-ერთი აქტიური წევრი.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, რომელიც სამი დღის განმავლობაში განიხილავდა ამ ხუთი დეპუტატის საკითხს, მათი მოქმედება შეაფასა როგორც კანონდარღვევა, რომელიც არათავსებადია პარლამენტის წევრის სტატუსთან. 

კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ დეპუტატემბა დაარღვიეს კონსტუტუციის 53-ე და 54-ე მუხლები, საარჩევნო კოდექსის 110-ე მუხლი და ასევე, პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ კანონის მე-8 მუხლი.

თუმცაღა “გაერთიანებული დემოკრატები”, რომლებიც ყველაზე უფრო ზარალდებიან კომიტეტის გადაწყვეტილებით, აცხადებენ, რომ პრობლემის სათავე საკანონმდებლო ხარვეზებში უნდა ვეძიოთ. კერძოდ, “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონი პარლამენტის დეპუტატებს უფლებას აძლევს მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

“გაერთიანებული დემოკრატების” აზრით მოხდა უნებლიე შეუთავსებლობა. კანონით, საკრებულოს წევრობის კანდიდატს საპარლამენტო უფლებამოსილება ვერ შეუწყდება, სანამ მის უფლებამოსილებას საკრებულოს სამანდატო კომისია არ ცნობს. აქედან გამომდინარე პარლამენტის ხუთი წევრი მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო აღმოჩნდა კანონდამრღვევის როლში.


“გაერთიანებული დემოკრატები” მოითხოვდნენ ამ 5 დეპუტატის საკითხის განხილვას იმ დანარჩენი დეპუტატების საკითხთან ერთად, რომლებსაც ასევე უკავიათ სხვა ოფიციალური თანამდებობები ან ეწევიან კერძო ბიზნესს.

“წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილება პოლიტიკური იქნება, მთელი ეს პროცესი აგორებულია არა კანონმდებლობისა და სამართლიანობის დაცვის, არამედ ხელისუფლებასთან დაპირისპირებული პოლიტიკური ლიდერების პარლამენტიდან მოცილებისა და მათთან ანგარიშსწორების მიზნით,” აცხადებდნენ “გაერთიანებული დემოკრატები” თავიანთ პრეს რელიზში.

დეპუტატების ნაწილის აზრით, პარლამენტმა კონსტიტუცია და კანონი მაშინ დაარღვია, როცა პარლამენტის პირველ სხდომაზე ცნო იმ დეპუტატების უფლებამოსილება, რომელთა შეუთავსებლობის შესახებ ინფორმაციას ფლობდა.

ამგვარი იურიდიული ნიუანსების განხილვის ფონზე პარლამენტმა პრობლემა უმარტივესი გზით გადაჭრა – საკითხი საერთოდ ამოიღო დღის წესრიგიდან. ეს გადაწყვეტილებას ყველა ფრაქცია ერთხმად დაეთანხმა.

აკაკი ბობოხიძე, რომელიც მომხსენებელი იყო საკითხზე, სახელისუფლებო ფრაქციებს სდებს ბრალს, “5 დეპუტატის საკითხის გადაწყვეტა მმართველ პარტიას შეეშინდა, რადგანაც მათ რიგებში შეუთავსებელი დეპუტატები მრავლად არიან და ადვილად დაშანტაჟდნენ; მე ვპირდები მათ, რომ ყოველ ასეთ შემთხვევას გამოვააშკარავებ”.

“ტრადიციულად შეუთავსებლობის საკითხი პოლიტიკურ ძალებსა და ფრაქციებს შორის ურთიერთზეწოლის მექანიზმად გამოიყენებოდა; ამ გზით მრავალი კანონპროექტი დაბლოკილა პარლამეტში,” მნიშვნელოვან განცხადებას აკეთებს საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე როსტომ დოლიძე.

ამჯერად რა ფარულ შეთანხმებას ჰქონდა ადგილი გაურკვეველია. ფაქტია, რომ დეპუტატებმა მანდატი შეინარჩუნეს, ხოლო არათავსებადი კანონების შეჯერებისათვის არანაირი მნიშვნელოვანი ნაბიჯი არ გადადგმულა.

მაგრამ შესაძლოა ამ საკითხს გაგრძელება მოჰყვეს. “სოციალისტები” აქტიურად მოითხოვენ თანამდებობრივი პასუხისმგებლობის დასმას, რასაც შესაძლოა ელდარ შენგელაიას ვიცესპიკერის პოსტი შეეწიროს. მოქალაქეთა კავშირი, რომლის ინტერესებშიც შედის ვიცესპიკერის სავარძლის მოპოვება რჩეულიშვილის ინიცირებულ შანსს ხელიდან არ გაუშვებს.

ნინო ხუციძე, სივილ ჯორჯია

Exit mobile version