(თბილისი, 19 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – დეპუტატ პეტრე ცისკარიშვილსა და დავით საგანელიძეს შორის დღეს მომხდარ ხელჩართულ ჩხუბს, რის შედეგადაც მძიმედ დაშავდა ახალი მემარჯვენეების წევრი საგანელიძე, გენერალური პროკურატურა იძიებს.
ეს ამ თვეში დეპუტატებს შორის მომხდარი ხელჩართული ჩხუბის მეოთხე შემთხვევაა. ერთ-ერთ მათგანში პეტრე ცისკარიშვილი, ნაციონალური მოძრაობიდან, უკვე მონაწილეობდა.
ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ვინც კი ჩარეული აღმოჩნდება ამგვარ ინციდენტებში ყველა გაირიცხება პარტიის რიგებიდან.