(თბილისი, 18 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – საზღვაო წვრთნები “ფარი – 2002” მიმდინარეობს ფოთში 18-21 ნოემბერს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით წვრთნებში საქართველოს 11 მცურავი საშუალება, 2 ვერტმფრენი და 2000 სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას.
“ფარი 2002-ში” ასევე მონაწილეობს თურქეთის საზღვაო ძალების ფრეგატი “ფათიჰი,” 176 კაციანი ეკიპაჟით.
როგორც გასულ კვირას გახდა ცნობილი, აფხაზეთის სიახლოვეს მოსალოდნელ წვრთნებთან დაკავშირებით, სოხუმის ხელისუფლებამ საკუთარი საზღვაო ძალები სამხედრო მზადყოფნაში მოიყვანა.