(თბილისი, 14 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – თბილისში ფერადი ლითონების ერთ-ერთ მიმღეპ პუნქტში უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებმა იარაღით სავსე სამი რკინის სეიფი იპოვეს.
სეიფებში ექვსი “კალაშნიკოვის” ტიპის ავტომატი, ექვსი ხელყუმბარა და ვაზნები აღმოაჩინეს. ამჟამად გამოძიება არკვევს თუ საიდან მოხვდა იარაღი ჯართის მიმღებ პუნქტში.
როგორც უშიშროების სამინისტროში აცხადებენ იარაღი რუსული წარმოებისაა.