საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ვაჟა ლორთქიფანიძე 12 ნოემბერს ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარედ აირჩიეს.
ამჟამად ვაჟა ლორთქიფანიძე საპარლამენტო ფრაქცია “ახალი აფხაზეთი – ქრისტიან-დემოკრატების” თავმჯდომარეა.
11 ოქტომბერს პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით პრეზიდენტ შევარდნაძის გამოსვლის შემდეგ ეს ფრაქცია ოპოზიციას შეუერთდა პოლიტიკური დებატების ბოიკოტში.