გაეროს წარმომადგენელი მოსკოვში მართავს მოლაპარაკებებს აფხაზეთის თაობაზე

(თბილისი, 13 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე სამშვიდობო ოპერაციების საკითხებში ჟან-მარე გენო 12 ნოემბერს თბილისიდან მოსკოვში გაემგზავრა, სადაც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს მოლაპარაკებებს აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების თაობაზე.

დღეს ჟან-მარე გენო რუსეთის პრეზიდენტის პირად წარმომადგენელს აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების საკითხებში ვალერი ლოშინინს ხვდება.

ამჟამად მოსკოვში იმყოფებიან ასევე საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელიც აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების საკითხებში, აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე და სოხუმის ხელისუფლების პრემიერ-მინისტრი ანრი ჯერგენია.

Exit mobile version