(თბილისი, 11 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დირექტორი ნელსონ ლედსკი საქართველოში ჩამოვიდა. 11 ნოემბერს იგი საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების განსახილველად სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძეს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ ნელსონ ლედსკიმ განაცხადა, რომ დემოკრატიზაცია საქართველოში დიდი პრობლემების წინაშე დგას.
“სახელმწიფოში დემოკრატიის განვითარების შეფერხების ძირითადი მიზეზი ეკონომიკური არასტაბილურობაა. ამასთან სახელმწიფო სოციალური და ეკონომიკური ვითარების გამტკიცებისთვის უნდა მიისწრაფოდეს”, – განაცხადა ავთანდილ ჯორბენაძემ ნელსონ ლედსკისთან შეხვედრის შემდეგ.