(თბილისი, 8 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 8 ნოემბერის პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებმა გადაწყვიტეს, რომ 2002 წლის 9 თვის ბიუჯეტის შეფასება არ გაეკეთებინათ.
სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ და ფინანსთა მინისტრმა მირიან გოგიაშვილმა ბიუჯეტის შევსების შესახებ განცხადება პარლამენტის წინაშე 7-8 ნოემბერს გაკეთეს.
ოპოზიციამ გაკრიტიკა მოხსენება და პრეზიდენტს მთელი “ეკონომიკური ბლოკის” მინისტრებისა და სახელმწიფო მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა.
პრეზიდენტის მომხრე ფრაქციებმა განცხადებას ალტერნატიული ვარიანტი წარმოადგინეს, რომელიც ნაკლებად კრიტიკული იყო და არ მოითხოვდა მინისტრების დათხოვნას.
საბოლოო ჯამში უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პარლამენტმა არც ერთი განცხადება არ მიიღო, რამაც ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია.