ზაკაევი კოპენჰაგენში ჩეჩენთა მსოფლიო კონგრესს ესწრებოდა. ის კონგრესის ერთ-ერთი ორგანიზატორიც კი იყო. ორიოდე დღის წინ რუსეთის ხელისუფლებამ შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ დანიის ხელისუფლება კონგრესის ჩატარებას არ უშლიდა ხელს.
ტელერადიომაუწებლობა “ბი-ბი-სი”-ს ცნობით, ზაკაევი 1996-1999 წლებში რუსეთის ფედერალური ჯარების წინააღმდეგ განხორციელებულ მთელ რიგ შეიარაღებულ თავდასხმებში მონაწილეობისთვის დააკავეს.
რუსეთი ირწმუნება, რომ ჩეჩენთა მსოფლიო კონგრესზე ტერორისტთა დიდი რაოდენობა იღებს მონაწილეობას, თუმცა, ჯერჯერობით, პოლიცია მხოლოდ ზაკაევის დაკავების ფაქტს ადასტურებს.