(თბილისი, 29 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – საქართველოში რუსეთის ახალ ელჩად დაინიშნა ვლადიმერ ჩხიკვიშვილი, რაზედაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავისი ოფიციალური თანხმობა უკვე განაცხადა.
ვლადიმირ გუდევი ელჩის მოვალეობებს ნოემბრამდე შეასრულებს.
ვლადიმერ ჩხიკვიშვილი თბილისში დაიბადა და თბილისის ერთ-ერთ სკოლაში სწავლობდა.
ამ დანიშვნამდე იგი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩრდილოეთ ამერიკის დეპარტამენტში მუშაობდა.