(თბილისი, 29 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – სუუამის (საქართველო, უკრაინა, უზბეკეთი, აზერბაიჯანი და მოლდავეთი) სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 29-30 ოქტომბერს ბაქოში იმართება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განიხილება ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკობიზნესისი წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები განიხილება.
მხარეები ასევე ისაუბრებენ სუუამის ფარგლებში ერთობლივი პროექტების განხორციელების თაობაზე, თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
სუუამი 1997 წელს ეკონომიკურ და სტრატეგიულ გაერთიანებად ჩამოყალიბდა, რომლის მიზანიც წევრი ქვეყნების დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცება იყო. უზბეკეთი გაერთიანებას 1999 წელს შეუერთდა.