(თბილისი, 25 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ნოემბერში პრაღაში დაგეგმილ ნატოს სამიტზე საქართველო ალიანსში გაწევრიანების გეგმას წარადგენს, განაცხადა დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა კახა სიხარულიძემ.
“სამოქმედო გეგმა, რომელიც ამ წუთებში მუშავდება, იმ ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს, რომლებიც ნატოში ინტეგრირებისთვის არის აუცილებელი”, აღნიშნა სიხარულიძემ.
24 ოქტომბერს მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოს ხელისუფლებისადმი მიმართვა შეიმუშავეს, სადაც მას ნატოში გაწევრიანების პროცედურის დაჩქარებისკენ მოუწოდებენ.