(თბილისი, 24 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – დღეს საქართველოს პრეზიდენტმა შევარდნაძემ დაგმო 23 ოქტომბერს მოსკოვის ერთ-ერთი საკონცერტო დარბაზში ჩეჩენი მებრძოლების მიერ მძევლების აყვანის ფაქტი.
“ჩვენ აღშფოთებითა და განრისხებით აღვიქვით მოსკოვში მომხდარი ფაქტი,” ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.
ედუარდ შევარდნაძის განცხადებით მომხდარი ნაწილია საერთაშორისო ტერორიზმის ჯაჭვისა, რომლის დამარცხებასაც მსოფლიო თანამეგობრობა ცდილობს, მათ შორის საქართველოც.
ათობით ჩეჩენი მებრძოლი შეიჭრა თეატრში შუა წარმოდგენის დროს და იქ მყოფი დაახლოებით 700 მაყურებელი მძევლად აიყვანა.
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის ვალერი ხაბუძანიას განცხადებით მძევლებს შორის სამი ქართველია.