სავალუტო ფონდის მისია საქართველოს სტუმრობს

(თბილისი, 24 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 24 ოქტომბერს თბილისს სავალუტო ფონდის მისია ეწვევა. ამჯერად მისიას დევიდ ოუენის ნაცვლად პაოლო ნოიჰაუზი უხელმძღვანელებს.

დაგეგმილია ეკონომიკური პროფილის უწყებების ხელმძღვანელებთან და საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრები.

შეფასდება მთავრობის მიერ ნაკისრი იმ ვალდებულების შესრულების ხარისხი, რომელთა ჩამონათვალი მისიის ძველმა ხელმძღვანელმა დევიდ ოუენმა თბილისში ზაფხულში ვიზიტისას დატოვა.

სწორედ ამ შეფასების მიხედვით გადაწყვეტეს სავალუტო ფონდი, გამოუყოფს თუ არა საქართველოს ამ წელიწადში მეორე 30-მილიონიან ტრანშს. 

საქართველომ სავალუტო ფონდისგან ივლისში პირველი 30-მილიონიანი ტრანში უკვე მიიღო. სავალუტო ფონდის მისია საქართველოში ვიზიტს 7 ნოემბერს დაასრულებს.

Exit mobile version