ბლოკი “აღორძინება” პრეზიდენტის იმპიჩმენტს მოითხოვს

(თბილისი, 23 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ფრაქციებმა “აღორძინება”, “XXI საუკუნე” და “ერთიანი საქართველო”, რომლებიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერს უჭერენ მხარს, 22 ოქტომბერს პრეზიდენტ შევარდნაძის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება მოითხოვეს.

ბლოკ “აღორძინებაში” შემავალი ფრაქციები აცხადებენ, რომ შევარდნაძემ ვერ შეძლო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება, რაც საქართველოს კონსტიტუციის დარღვევად შეიძლება ჩაითვალოს.

დღევანდელ საპარლამენტო სხდომაზე ბროკმა “აღორძინებამ” პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა, თუმცა მწვავე კრიტიკა მიიღო ფრაქცია “აფხაზეთიდან”, რომელმაც აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე აფხაზეთის ომის დროს აფხაზებისთვის იარაღის მიწოდებაში პირდაპირ დაადანაშაულა.

სავარაუდოდ, “აღორძინების” ინიციატივა პარლამენტში ვერ გავა, ვინაიდან ზოგიერთი ოპოზიციური ფრაქციაც კი არ არის დარწმუნებულნი პრეზიდენტის გადაყენების აუცილებლობაში.

Exit mobile version