(თბილისი, 22 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – “ვაშინგტონ პოსტი” იტყობინება, რომ ქართველმა სამართალდამცველებმა უკანასკნელი კვირების განმავლობაში პანკისის ხეობაში 15 არაბი დააკავეს, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებს გადასცეს.
“რამოდენიმე არაბი იყო დაკავებული, რომლებიც აშშ-ს გადავეცით,” აცხადებს პრეზიდენტ შევარდნაძის პრეს-მდივანი კახა იმნაძე “ვაშინგტონ პოსტისთვის” 21 ოქტომბერს მიცემულ ინტერვიუში.
იმნაძის განცხადებით დაკავებულებს მაროკოს, ეგვიპტისა და ევროპის ქვეყნების პასპორტები აღმოაჩნდათ.
ამერიკული გაზეთის ცნობით დაკავებულები ალ-ქაიდასთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები.
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს კახა იმნაძის განცხადების კომენტარისგან თავი შეიკავა.