(თბილისი, 17 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – დსთ-ის ქვეყნების საზღვრის დაცვის დეპარტამენტების შეფები დღეს ერთმანეთს სომხეთის დედაქალაქში ხვდებიან.
სავარაუდოდ, საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსი ვალერი ჩხეიძე მის რუს კოლეგასთან ალექსანდრე ტოცკისთან ერთად რუსეთ-საქართველოს საზღვრის ერთობლივ პატრულირებაზე ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.
6 ოქტომბერს რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტები ორი ქვეყნის მესაზღვრეების თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილე გასულ კვირას თბილისს ეწვია. ვიზიტის მიზანი ქართულ მხარესთან შეთანხმების დეტალებზე მოლაპარაკება იყო.