(თბილისი, 9 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტი შევარდნაძე ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე 11 ოქტომბერს წარსდგება.
მისი გამოსვლა სექტემბრის ბოლოს იყო დაგეგმილი, თუმცა ის კიშინიოვში გამართული დსთ-ის სამიტის გამო გადაიდო.
ედუარდ შევარდნაძე დეპუტატებს უკანასკნელ 10 წლის მანძილზე ქვეყნის განვითარებაზე მოახსენებს. პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ პარლამენტის წევრები პოლიტიკურ დებატებს გამართავენ.